თანავუგრძნობ ქართველ ძმებს, მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და დავამარცხოთ საერთო მტერი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი წერს.
- აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის უკრაინასა და საქართველოში და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს!
ტექსტს ის ქართულ და უკრაინულ ენებზე აქვეყნებს.
„ბახმუტი - სტრატეგიული ქალაქის თავდაცვა გრძელდება! სასტიკი ბრძოლები ყოველდღეა…სროლის ხმა მუდმივად ისმის, გარშემო სიბნელეა, თითქოს ფრაგმენტი პირველი მსოფლიო ომიდან. გარშემო მტრის უამრავი ცხედარია, ისინი არც ცდილობენ ბრძოლის ველიდან მათ გაყვანას, ასობით მიტოვებული მტრის გვამი პატივის გარეშე… ჩვენი მეომრები იბრძვიან თავგანწირულად!
სამწუხაროდ, ჩვენც ვკარგავთ მეომრებს. ბახმუტთან ბოლო დღეებში მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ.
ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის. თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში! ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენს ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც იბრძვით ჩვენთან ერთად!
აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის უკრაინასა და საქართველოში და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს! ბახმუტი - ტიტანების ქალაქია!“, - წერს ანდრი ერმაკი სოციალურ ქსელში.